ძუძუს კიბოს მკურნალობისას, როგორიცაა ქიმიოთერაპია,
შესაძლოა გვერდითი მოვლენები განვითარდეს, რაც უმადობას ან მადის მომატებას იწვევს.
აქ რამდენიმე რჩევაა, რომელიც პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ:
- უმადობისას მცირე პორციებით და ხშირხშირად იკვებეთ;
- მიირთვით 5-6 მცირე ულუფა დღეში, 3 დიდი ულუფის მაგივრად;
- ხშირად მიიღეთ წვენი და წვნიანი თუ მყარი საკვები არ გინდათ;
- „მადის გახსნა“ კვებამდე სეირნობით შეგიძლიათ;
- გამოიყენეთ უცხიმო საკვები;
- მიირთვით ბევრი ახალი ხილი;
- თავი აარიდეთ შასქრის შემცველ საკვებს და ტკბილ სასმელს.
გულისრევა
ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტს, რომელიც გულის რევის
შეგრძნების დაძლევაში დაგეხმარებათ. მკურნალობის დროს მიიღეთ ბევრი სითხე – წყალი ან
ჩაი. უმჯობესია ყლუპ–ყლუპად მიირთვათ, ვიდრე – დიდი დოზებით და ერთბაშად.
დაზიანებები პირის
ღრუში
ქიმიოთერაპიამ, შესაძლოა პირის სიმშრალე ან დაზიანება
გამოიწვიოს, რაც კვებას მტკივნეულს ხდის. გირჩევთ:
- კვების შემდეგ, კბილი რბილი ჯაგრისით გაიხეხეთ;
- მიირთვით რბილი საკვები;
- პირის ღრუს დაამება შეიძლება საწუწნი ტკბილეულით, ყინულის ნატეხებით, მინერალური წყლით;
- თავი აარიდეთ მყარ, ხრაშუნა, მარილიან, ცხელ, მწარე და მჟავე საკვებს.
ქიმიოთერაპიის დროს შეიძლება გემო შეგეცვალოთ ან დაკარგოთ,
ამიტომ მკვეთრად არომატიზებული საკვები უფრო მოგიხდებათ. ზოგჯერ, ქიმიოთერაპია მეტალის
გემოს ტოვებს, ამიტომ მინის ან პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებას გირჩევთ.
ყაბზობა და დიარეა
აქტიურობის შემცირება და ზოგიერთი მედიკამენტი კუჭის
შეკრულობას იწვევს, ამიტომ მიირთვით თხიერი საკვები, დიარეის დროს კი შეამცირეთ „პრობლემური“
საკვები და მიიღეთ ბევრი სითხე.
ნებისმიერ შემთხვევაში კვების შემდეგ, მოგიხდებათ სეირნობა,
რაც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.
No comments:
Post a Comment