დეპრესია ყველაზე
მეტად გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც სიმპტომთა სხვადასხვა სპექტრი გააჩნია,
სულიერად დაცემის შეგრძნებით დაწყებული და სიცოცხლის დასრულების სურვილით დამთავრებული.
დეპრესია ნორმალური რექციაა ტრავმაზე, მაგრამ პრობლემის
გაცნობიერებისთანავე, ენერგიის მოკრებასა და უგუნებობის დაძლევას შესძლებთ.
დეპრესია შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე განვითარდეს, იქნება
ეს კიბოს დიაგნოზის დასმის, მკურნალობისა თუ მკურნალობის შემდგომი პერიოდი.
როგორ ამოვიცნოთ
დეპრესია
თუ ნეგატიური აზრები არ გტოვებთ რამდენიმე კვირის განმავლობაში,
ეს შესაძლოა დეპრესიის შედეგი იყოს, რაც გამოიხატება შემდეგში:
- ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესისა და ხალისის დაკარგვა;
- საკუთარი გარეგნობისადმი ინტერესის დაკარგვა;
- აზრის გაჩენა, რომ „ყველაფერი სულ ერთია“;
- ურთიერთობებისა და „გარეთ გასვლის“ სურვილის დაკარგვა;
- ტირილის განწყობისა და გაღიზიანების მატება;
- კონცენტრაციის გაძნელება;
- უძილობა ან მომატებული ძილიანობა;
- უმადობა ან მადის მომატება;
- უხასიათობა, თვითმკვლელობის სურვილი.
თქვენ ამ გრძნობების იგნორირება უნდა მოახერხოთ და ბრძოლა
გააგრძელოთ. პრობლემის გაანალიზება და თანადგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის.
თანადგომა და
დეპრესიის მკურნალობა
დეპრესიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ
შორის თვითდახმარებისა და ანტიდეპრესანტების თერაპია.
თვითდახმარების
მეთოდები
- იქონიეთ მოთმინება, აღდგენისთვის და დასახული მიზნის მისაღწევად დროა საჭირო;
- შესაძლოა, ოჯახის წევრთან ან მეგობართას „გულის გადაშლა“ დაგეხმაროთ;
- შესაძლოა, ფიზიკურმა აქტივობამ გუნება გამოგიკეთოთ;
- კარგი ეფექტის მომცემია თქვენნაირი დიაგნოზის მქონე ქალებთან გასაუბრება, მათ შეიძლება „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ შეხვდეთ.
ანტიდეპრესანტები
დეპრესიის სამკურნალოდ, შესაძლოა, ანტიდეპრესანტები
დაგინიშნონ. მკურნალობა 6 კვირამდე გრძელდება, თუმცა შეიძლება მეტიც გაგრძელდეს, სანამ
სასიკეთო ეფექტს იგრძნობთ. ანტიდეპრესანტებს ნიშნავენ, როგორც დამხმარე საშუალებასაც სხვა თერაპიის პარალელურად.
ფსიქოლოგის დახმარება
ფსიქოლოგიური კონსულტაციები ერთერთი მნიშვნელოვანია
დეპრესიის დასაძლევად. დღესდღეისობით არსებობს სხვადასხვა ფსიქოლოგიური სამსახური,
რომელიც ქალებს დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას
„გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ცხელ ხაზზე შეიტყობთ (ტელ: +995) 551 55 33 81).
No comments:
Post a Comment