ძუძუს კიბოსა
და მის მკურნალობას თქვენს სხეულზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, ოპერაციის
შემდეგ რჩება ნაიარევი, ქიმიოთერაპია იწვევს თმისცვენას, მკურნალობისას ან მის შემდეგ, შეიძლება წონაშიც მოიმატოთ.
მიუხედავად იმისა,
რომ მკურნალობის შედეგად გამოწვეული ცვლილებების უმეტესობა დროებითია, მან მაინც შეიძლება
გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება.
სხეულის ცვლილება ოპერაციის შემდეგ
ოპერაციის შემდეგ,
სხეულის დათვალიერება, შეიძლება დამთრგუნველი აღმოჩნდეს, შეშუპებებისა და ჩაქცევების გამო, მაგრამ ეს მალე
გაივლის. უფრო ძნელია, როცა პირველად შეხედავთ ნაიარევს. ქალების ნაწილი ამას მარტო ან მედდასთან
ერთად აკეთებს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილება, პირველად დიდ ხანს
არ უყუროთ ნაკერებს, რადგან ამან, შეიძლება,
უფრო უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე.
ქალების მცირე
ნაწილი ემოციურად არ განიცდის ქირურგიული ჩარევის შედეგებს, თუმცა უმეტესობა ამას ქალურების
დაკარგვად აღიქვამს, რაც არასრულფასოვნებისა და სიმორცხვის შეგრძნებებს ავითარებს.
როგორ შევეგუოთ ცვლილებებს?
კვლევებმა აჩვენა,
რაც უფრო ადრე დაიწყებთ ფიზიკურ ცვლილებებთან ბრძოლას, მით უფრო იოლად დაძლევთ ფსიქოლოგიურ
სირთულეებს.
თავიდან, ნაიარევის
დათვალიერება, შესაძლოა, ცუდად გხდიდეთ, მაგრამ ნელ-ნელა მისი ხელით შეხებაც უნდა შეძლოთ
და მოვლაც. ამიტომ გირჩევთ, გრძელ სარკესთან (რომელშიც მთელი ტანით გამოჩნდებით) დადგეთ
ხოლმე და შორიდან დაათვალიეროთ ნაოპერაციევი მკერდი. ხელითაც მოსინჯეთ, რომ ნელ-ნელა
შეიგრძნოთ „ახალი რეალობა“. ასე, ყოველ დღე დაითვალიერეთ ნაიარევი და შეეხეთ ხოლმე მას. შედეგად, მძიმე ემოციური ფონი შერბილდება.
რაც უფრო ადრე
აჩვენებთ თქვენს ნაიარევს და ნაკერებს მეუღლეს ან პარტნიორს, მით უფრო ადვილად შეძლებთ
თქვენი ინტიმური სივრცის აღდგენას.
თუ ეს რჩევები,
არაფრის მომცემია, მიმართეთ ფსიქოლოგს.
ძუძუს რეკონსტრუქცია და პროთეზები
ფსიქოლოგიური
სირთულეების დაძლევაში მნიშვნელოვანია ძუძუს რეკონსტრუქცია ან პროთეზირება. ამით ქალი
„დაკარგულის შევსებას“ ახერხებს, თუმცა რეკონსტრუქციით შეიძლება ვერ მოხერხდეს ძუძუს
შეგრძნების აღდგენა. პროთეზის ტარებაზე და ძუძუს რეკონსტრუქციაზე გადაწყვეტილებას ყველა
ინდივიდუალურად იღებს, თუმცა ზოგი არცერთს მიმართავს.
წონის მომატება
წონის მატება
კიბოს მკურნალობის შედეგი შეიძლება იყოს. ამას მედიკამენტების გარდა, თქვენი ნაკლებად
აქტიური ცხოვრებაც იწვევს. დეპრესიის დროს შეიძლება ჭამასაც მოუმატოთ, მაგრამ ფიზიკური
აქტივობა და დაბალანსებული დიეტა ამ პრობლემის დაძლევაში შეგიწყობთ ხელს.
თმის ცვენა
არაფერია ჯანმრთელობაზე
უკეთესი. ქიმიოთერაპიაც ხომ თქვენს სასიკეთოდ ჩაგიტარდათ, ამიტომ არც კი ინერვიულოთ
იმაზე, რაც ისევ ამოვა.
ლიმფოსტაზი და ლიმფედემა
ეს იგივეა რაც
შეშუპება და მკლავში, ხელში ან მკერდში ლიმფის შეგუბების შედეგია. ზოგჯერ დამთრგუნველი
და დამღლელია, როცა ხელში სიმძიმეს, უძლურებას და დაბუჟებას გრძნობ, მაგრამ ამის „წამალი“
ის ვარჯიშები, მასაჟი და რეკომენდაციებია, რომელსაც ჩვენი ბლოგების ჩამონათვალში იოლად
იპოვნით.
No comments:
Post a Comment