ვარჯიში #1
დაჯექით სკამზე ან სავარჯიშო ბურთზე და მოადუნეთ თავი. ხერხემალი გაასწორეთ. ორივე ხელი ერთდროულად გასწიეთ წინ და უკან.
ვარჯიში #2
დაჯექით სწორად. ორივე ხელი თავს ზემოთ ასწიეთ. რაც შეიძლება მაგრად შეკარით მუშტები და ცოტა ხანს გააჩერეთ, შემდეგ გაშალეთ. ეს ვარჯიში გაიმეორეთ ხან ზემოთ აწეული, ხან განზე გაშლილი ხელებით.
ვარჯიში #3
დაჯექით სწორად, მხრებში მოიხარეთ. ხელები ქვემოთ ჩამოუშვით. ხელის გულები უკან მოატრიალეთ, გაასწორდით და გადმოატრიალეთ ხელის გულები.
ვარჯიში #4
დაჯექით სწორად, მარცხენა ხელი მარცხენა მუხლზე დაიდეთ, ზემოდან კი დადეთ მარჯვენა. ამ მდგომარეობაში გაშლილი მარჯვენა ხელი თავს ზემოთ ასწიეთ და რაც შეიძლება უკან გადასწიეთ. ხელს მიადევნეთ თვალი. გაიმეორეთ რამდენჯერმე. იგივე შეასრულეთ მეორე მხარეს.
ვარჯიში #5
დაჯექით სწორად, ხელის თითები თავზე გადააჯვარედინეთ და ცოტა ხნით დარჩით ამ მდგომჯარეობაში. შემდეგ იდაყვები ერთმანეთთან მიზიდეთ და განზიდეთ.
დაიმახსოვრეთ მოძრაობები, რომლებიც შეგიძლიათ შეასრულოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში!
- ხელების ‘’დაფერთხვა’’;
- საბეჭდ მანქანაზე მუშაობის იმიტაცია (თითების თამაში);
- წკიპურტების იმიტაცია ყოველ თითზე;
- ზემოთ აწეული ხელის მუჭის მოჭერა-გაშლა;
- დასვენების ან საუბრის დროს, ხელის შემაღლებული მდებარეობა, მუშტის შეკუმშვა - გაშლა;
- ღამით, ხელის სიმაღლეზე მოთავსება.
No comments:
Post a Comment