ძუძუს კიბოს მკურნალობისას, შესაძლოა ვარჯიში გაგიჭირდეთ.
თუ გადაღლილობასა და უძლურებას გრძნობთ, აუცილებელი არაა თავი გადაიტვირთოთ, რადგან
მსუბუქი ვარჯიშიც სასარგებლოა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური აქტივობის დაწყებამდე,
თქვენს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.
ფიზიკური აქტივობა
ოპერაციის შემდეგ
ოპერაციის შემდგომი ვარჯიშის შესახებ ჩვენ ადრე უკვე
ვისაუბრეთ და შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე http://survivors-ge.blogspot.com/2013/10/i.html
. რაც შეეხება ძუძუს რეკონსტრუქციის ოპერაციას, ოპერაციიდან
რამდენიმე კვირის განმავლობაში:
- ხელი არ ასწიოთ მხარზე მაღლა;
- ხელი არ გასწიოთ ან გაიქნიოთ ნაოპერაციევი ძუძუს მხარეს;
- არ ასწიოთ მძიმეები;
ფიზიკური აქტივობა
ქიმიოთერაპიის დროს
ქიმიოთერაპიამ, შესაძლოა, ძალზე გადაგღალოთ. თუ ანემია
განვითარდა, შეიძლება სუნთქვის უკმარისობამ შეგაწუხოთ. ამ დროს, ენერგიას სეირნობა შეგმატებთ.
აუზი და ქიმიოთერაპია
ქიმიოთერაპიის დროს, ცურვას თავი აარიდეთ, რადგან ამ
დროს თქვენი ორგანიზმი დასუსტებულია და ინფექციებთან ბრძოლა უჭირს.
ფიზიკური აქტივობა
რადიოთერაპიის დროს
რადიოთერაპიის დროს კარგია სეირნობა და მსუბუქი დაჭიმვითი
ვარჯიშები. თუ დასხივების შემდგომ კანზე დამწვრობა განვითარდა, თავი აარიდეთ ცურვას.
ფიზიკური აქტივობა
ჰორმონოთერაპიის დროს
ჰორმონოთერაპიული მედიკამენტების ნაწილი ოსტეოპოროზის
განვითარების რისკს ზრდის. ამიტომ, შემდეგი სახის ფიზიკური აქტივობა მოგიხდებათ:
- სეირნობა, ცეკვა, კიბეზე სიარული;
- კედლიდან განზიდვის ვარჯიში;
- 2,5 კგ ჰანტელების აწევა.
ფიზიკური აქტივობა
ოსტეოპოროზის დროს
ოსტეოპოროზის დროს თავი აარიდეთ ისეთ ფიზიკურ აქტივობას,
როგორციაა სირბილი, ხტომა და ა.შ. ამ დროს უმჯობესია ცურვა და სეირნობა.
ფიზიკური აქტივობა
ლიმფოსტაზისა და ლიმფედემას დროს
ლიმფოსტაზისას უნდა გაითვალისწინოთ, ხომ
არ გაწუხებთ გულის დაავადებები ან ართრიტი და შესაბამისად დაიტვირთოთ თავი. ვარჯიშები
ლიმფოსტაზისა და ლიმფედემას დროს მოცემულია ამ ლინკზე http://survivors-ge.blogspot.com/2013/10/iii.html
.
No comments:
Post a Comment