ძუძუს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში გამოიყენება სხვადასხვა სახის მასაჟი:
- კლასიკური მასაჟი, რომელსაც ასრულებს გამოცდილი მასაჟისტი;
- სხვადასხვა სახის მასაჟი, რომელიც სრულდება სპეციალური მექანიკური ხელსაწყოებით, მაგ: ვიბრომასაჟი, რიტმული პნევმოსმასაჟი;
- თვითმასაჟი, რომელიც შიძლება ჩაიტაროს პაციენტმა მასაჟის პრინციპის და ელემენტარული ჩვევების დაუფლების შემდეგ.
აქ გესაუბრებით თვითმასაჟზე, რომელიც სახლის პირობებში შგიძლიათ ჩაიტაროთ. იგი დადებით გავლენას ახდენს დაზიანებული ხელის რბილ ქსოვილებზე, სისხლისა და ლიმფის დინებაზე და ძალიან სასარგებლოა, როგორც ლიმფოსტაზის პროფილაქტიკისათვის, ასევე უკვე ჩამოყალიბებული შეშუპების საწინააღმდეგოდ.
მასაჟის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
- მასაჟი ყოველთვის კეთდება მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვემოდან ზემოთ (თითებიდან მხრის სახსრისკენ), ნაწილ-ნაწილ, ჯერ იდაყვიდან მხრისკენ, შემდეგ თითებიდან მხრისკენ. ყველა ილეთი კეთდება ამ პრინციპით;
- მასაჟმა არ უნდა გამოიწვიოს მხრის ტკივილი, გადაღლა ან დისკომფორტი;
- მასაჟი უნდა გაგრძელდეს 15-20 წთ;
- მასაჟის ილეთი უნდა განმეორდეს 5-6 ჯერ;
- მასაჟის დროს, კანზე ზეწოლა უნდა იყოს თანაბარი, მსუბუქი და სასიამოვნო. ჭრილობას, დასხივების ადგილს და იღლიის ფოსოს გვერდი უნდა აუაროთ;
- ხელი, რომელსაც მასაჟი უკეთდება, უნდა მოთავსდეს ისე, რომ კუნთები
- კანზე ნებისმიერი ცვლილებების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
პროცედურის წინ საჭიროა, გულდასმით დაიბანოთ ხელები და სამასაჟო არე. ილეთების შესრულება რომ გაადვილდეს, გამოიყენეთ სპეციალური სამასაჟო საცხი, ტალკი ან თხევადი პარფინი.
შენიშვნა: ლიმფოსტაზის მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ლიმფის გადანაწილება მხრის ლიმფური სადინრებიდან ჯანსაღ მხარეს (განტვირთვა). ამისთვის საჭიროა ხელსმა 3 მიმართულებით:
შენიშვნა: ლიმფოსტაზის მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ლიმფის გადანაწილება მხრის ლიმფური სადინრებიდან ჯანსაღ მხარეს (განტვირთვა). ამისთვის საჭიროა ხელსმა 3 მიმართულებით:
- წინა მხარეს - დაზინებული კიდურიდან ხაზი გადადის ჯანმრთელ მხარეს, იღლიის ფოსომდე;
- უკანა მხარეს - დაზიანებული კიდურის უკანა ზედაპირიდან, ბეჭის მიმართულებით;
- ქვემოთ - დაზიანებული მკლავის ქვემოთა კიდიდან ნეკნების ჩაყოლებით თეძომდე.
- „ხელსმა“ - სრულდება მტკივნეულ ხელზე ჯანმრთელი ხელის გასმით, ფართოდ გაშლილი ხელის გულით და თითებით (ზეწოლის გარეშე ქვემოდან –ზემოთ, მაგ: იდაყვის სახსრიდან მხრის სახსრისკენ, მაჯის სახსრიდან მხრის სახსრისაკენ).
- ხელის „გაწურვა” - შემოაჭდეთ ჯანმრთელი ხელის მტევანი დაზიანებულ მაჯას. შემოჭდობილი ხელის მტევნით, შედარებით მეტი ზეწოლით დაიწყეთ მოძრაობა ქვემოდან ზემოთ. მასაჟი მოგვაგონებს გაწურვას. ამ დროს, სამასაჟო ხელის თითები ჩანგალივით გაშლილია.
- ხელის მოჭერა - ჯანმრთელი ხელი რკალად შემოარტყით მეორე ხელს. მოადუნეთ მტევანი, ხელის კუნთები და მეორე ხელით გააკეთეთ პულსირებული მოძრაობები (ხელის მოჭერა-გაშვება), ქვემოდან ზემოთ.
- „აზელვა’’ ორი თითით - ეს მასაჟი ტარდება ჯანმრთელი ხელის თითების ბალიშებით (საჩვენებელი და შუა თითით), რომლებიც სპირალისებური მოძრაობით მოსრიალებენ კანზე, ქვემოდან ზემოთ.
- „დაფერთხვა“ - ნაოპერაციევი ხელი ასწიეთ თავს ზემოთ და ჯანმრთელი ხელის მაჯაში მოკიდებით დაფერთხეთ.
- „ხელთათმანი“ - გაშალეთ დაზიანებული ხელის თითები ფართოდ, და ჯანმრთელი ხელის თითები მოათავსეთ თითებს შუა და კანზე მსუბუქი ზეწოლით ჩამოუსვით მაჯის სახსრამდე, ჯერ ხელის ზურგის, შემდეგ ხელის გულის მხარეს. 3 თითით, დაზიანებული ხელის თითებზე სათითაოდ გააკეთეთ ვიწრო ხელთათმანის თითებზე ჩამოსმის იმიტაცია.
- „დატყაპუნება“ - საღი ხელის ორი თითით დაიწყეთ დაზიანებული ხელის ქვემო კიდის ბერტყვა მაჯიდან მხრისაკენ, მსუბუქი დარტყმის მოძრაობით.