30.9.13

მასაჟი

ძუძუს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში გამოიყენება სხვადასხვა სახი მასაჟი:
  • კლასიკური მასაჟი, რომელსაც ასრულებს გამოცდილი მასაისტი;
  • სხვადასხვა სახის მასაჟი, რომელიც სრულდება სპეციალური მექანიკური ხელსაწყოებით, მაგ: ვიბრომასაჟი, რიტმული პნევმსმასაჟი;
  • თვითმასაჟი, რომელიც შიძლება ჩაიტაროს პაციენტმა მასაის პრინციპის და ელემენტარული ჩვევების დაუფლების შემდეგ.

გესაუბრებით თვითმასაჟზე, რომელიც სახლის პირობებში გიძლია ჩაიტარო. იგი დადებით გავლენას ახდენს დაზიანებული ხელის რბილ ქსოვილებზე, სისხლისა და ლიმფის დინებაზე და ძალიან სასარგებლოა, როგორც ლიმფოსტაზის პროფილაქტიკისათვის, ასევე უკვე ჩამოყალიბებული შეშუპების საწინააღმდეგოდ.

მასაის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
  • მასაჟი ყოველთვის კეთდება მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვემოდან ზემოთ (თითებიდან მხრის სახსრისკენ), ნაწილ-ნაწილ, ჯერ იდაყვიდან მხრისკენ, შემდეგ თითებიდან მხრისკენ. ყველა ილეთი კეთდება ამ პრინციპით;
  • მასაჟმა არ უნდა გამოიწვიოს მხრის ტკივილი, გადაღლა ან დისკომფორტი;
  • მასა უნდა გაგრძელდეს 15-20 წთ;
  • მასას ილეთი უნდა განმეორდეს 5-6 ჯერ
  • მასაის დროს, კანზე ზეწოლა უნდა იყოს თანაბარი, მსუბუქი და სასიამოვნო. ჭრილობას, დასხივების ადგილს და ის ფოსოს გვერდი უნდა აუაროთ;
  • ხელი, რომელსაც მასაჟი უკეთდება, უნდა მოთავსდეს ისე, რომ კუნთები
    მაქსიმალურად მოდუნდეს. ამისთვის კარგია თუ ხელს კედელს მიაყრდნობთ, შემაღლებულ ადგილზე ისეთ სამკუთხაზე დადებთ, როგორიც სურათზეა მოცემული;
  • კანზე ნებისმიერი ცვლილებების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

პროცედურის წინ საჭიროა, გულდასმით დაიბანოთ ხელები და სამასაჟო არე. ილეთების შესრულება რომ გაადვილდეს, გამოიყენეთ სპეციალური სამასა საცხი, ტალკი ან თხევადი პარფინი.

შენიშვნა: ლიმფოსტაზის მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ლიმფის გადანაწილება მხრის ლიმფური სადინრებიდან ჯანსაღ მხარეს (განტვირთვა). ამისთვის საჭიროა ხელმა 3 მიმართულებით:
  • წინა მხარეს - დაზინებული კიდურიდან ხაზი გადადის ჯანმრთელ მხარეს, იღლიის ფოსომდე;
  • უკანა მხარეს - დაზიანებული კიდურის უკანა ზედაპირიდან, ბეჭის მიმართულებით;
  • ქვემოთ - დაზიანებული მკლავის ქვემოთ კიდიდან ნეკნების ჩაყოლებით თეძომდე.
მასაჟის ილეთები
  • ხელსმა - სრულდება მტკივნეულ ხელზე ჯანმრთელი ხელის გასმით, ფართოდ გაშლილი ხელის გულით და თითებით (ზეწოლის გარეშე ქვემოდანზემოთ, მაგ: იდაყვის სახსრიდან მხრის სახსრისკენ, მაჯის სახსრიდან მხრის სახსრისაკენ).
  • ხელის გაწურვა - შემოაჭდეთ ჯანმრთელი ხელის მტევანი დაზიანებულ მაჯას. შემოჭდობილი ხელის მტევნით, ედარებით მეტი ზეწოლით დაიწყეთ მოძრაობა ქვემოდან ზემოთ. მასა მოგვაგონებს გაწურვას. ამ დროს, სამასაჟო ხელის თითები ჩანგალივით გაშლილია.
  • ხელის მოჭერა - ჯანმრთელი ხელი რკალად შემოარტყით მეორე ხელს. მოადუნეთ მტევანი, ხელის კუნთები და მეორე ხელით გააკეთეთ პულსირებული მოძრაობები (ხელის მოჭერა-გაშვება), ქვემოდან ზემოთ.
  • აზელვა’’ ორი თითით - ეს მასაჟი ტარდება ჯანმრთელი ხეის თითების ბალიშებით (საჩვენებელი და უა თითით), რომლებიც სპირალისებური მოძრაობით მოსრიალებენ კან, ქვმოდან ზემოთ.
  • დაფერთხვა - ნაოპერაციე ხელი ასწიეთ თავს ზემოთ და ჯანმრთელი ხელის მაჯაში მოკიდებით დაფერთხეთ.
  • ხელთათმანი - გაშალეთ დაზიანებული ხელის თითები ფართოდ, და ჯანმრთელი ხელის თითები მოათავსეთ თითებს შუა და კანზე მსუბუქი ზეწოლით ჩამოუსვით მაჯის სახსრამდე, ჯერ ხელის ზურგის, შემდეგ ხელის გულის მხარეს. 3 თითით, დაზიანებული ხელის თითებზე სათითაოდ გააკეთეთ ვიწრო ხელთათმანი თითებზე ჩამოსმის იმიტაცია.
  • დატყაპუნება - სა ხელის ორი თითით დაიწყეთ დაზიანებული ხელის ქვემო კიდის ბერტყვა მაჯიდან მხრისაკენ, მსუბუქი დარტყმის მოძრაობით.
შენიშვნა: მასაჟის თითოეული ილეთი მთავრდება ხესმით.

No comments:

Post a Comment