ქალის ჰორმონმა
ესტროგენმა, შესაძლოა ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს გამომწვევი უჯრედების ზრდას.
ჰორმონოთერაპიის კურსსაც სწორედ იმიტომ ნიშნავენ, რომ ესტროგენის გავლენა
შეაჩერონ.
ჰორმონოთერაპია ინიშნება მაშინ, როდესაც ძუძუს კიბოს
უჯრედებს შიგნიდან აქვს რეცეპტორები, რომლებიც ქალის ჰორმონ ესტროგენს ეკვრება და
ახდენს კიბოს ზრდის სტიმულირებას (სხვაგვარად, ამას „ესტროგენ რეცეპტორ დადებითი“
ან „ER+ კიბო“ ჰქვია).
როგორ ხდება ესტროგენ რეცეპტორ დადებითის განსაზღვრა?
ბიოფსიის ან ოპერაციის დროს აღებული ქსოვილი
ყოველთვის მოწმდება ესტროგენ რეცეპტორ დადებითის განსასაზღვრად. მოწმდება ასევე
სხვა ქალური ჰორმონის პროგესტერონის რეცეპტორებიც. რადგან ესტროგენი პროგესტერონზე
მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ჰორმონოთერაპიის შედეგები ნაკლებად თვალსაჩინოა
მათთვის, ვისაც მხოლოდ პროგესტერონ რეცეპტორ დადებითი (PR+ and ER-) კიბო აქვს. თუ
ეს ასეა, ექიმმა თქვენთან ერთად უნდა განიხილოს ჰორმონოთერაპიის მიზანშეწონილობა.
თუ კიბო ჰორმონ რეცეპტორ უარყოფითია, ჰორმონოთერაპია
შედეგს არ მოგცემთ.
როდის ინიშნება ჰორმონოთერაპია?
თუ ძუძუს კიბო ჰორმონ რეცეპტორ დადებითია, უმრავლეს
შემთხვევაში, ჰორმონოთერაპიას ნიშნავენ.
ჰორმონოთერაპიას ნიშნავენ პირველადი ინვაზიური
(ჩაზრდილი) ძუძუს კიბოს დროს, რათა შემცირდეს ძუძუს კიბოს ხელახალი განვითარების
რისკი. ეს ხდება ოპერაციის ან ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ. თუ ოპერაციის
შემდეგ არა ქიმიოთერაპიას, არამედ რადიოთერაპიას იტარებთ, ჰორმონოთერაპია
რადიოთერაპიული მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ დაინიშნება.
ოპერაციამდე
ჰორმონოთერაპია, შესაძლოა, დაინიშნოს ოპერაციამდე,
რათა კიბოს ზომა შემცირდეს ან იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია არაა ძირითადი
გამოსავალი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სხვა დაავადებაც (ფილტვები,
გული) აწუხებთ.
ლოკალური და რეგიონული რეციდივები და განმეორებითი
ძუძუს კიბო
ჰორმონოთერაპია ინიშნება ლოკალური და რეგიონული
რეციდივებისა და განმეორებითი ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ცალკე ან მკურნალობის სხვა
მეთოდებთან ერთად, იმის გათვალისწინებით თუ რა მკურნალობა ჩაიტარეთ ადრე.
თუ ძუძუს კიბო განმეორებითია და მანამდე
ჰორმონოთერაპია გქონდათ ჩატარებული, შესაძლოა, სხვა ჰორმონოპრეპარატებით დაგინიშნონ
მკურნალობა.
სადინროვანი კარცინომა
(ductal carcinoma in situ)
როდესაც დიაგნოზია
სადინროვანი კარცინომა (ductal carcinoma in situ) ანუ ავთვისაბიანი სიმსივნე არ
არის ინვაზიური (ჩაზრდილი),
ჰორმონოთერაპიის შედეგი ნაკლებად თვალსაჩინოა, ვიდრე იმ პაციენტებში, ვისაც
ინვაზიური ძუძუს კიბო აქვს. შესაბამისად, მსოფლიოში, ახლაც გრძელდება კვლევები,
რათა მისი მიზანშეწონილობა შეფასდეს.
ჰორმონოთერაპიული მედიკამანტები
აქ იმ მედიკამენტების ჩამონათვალია, რომლებიც ყველაზე
ხშირად გამოიყენება ჰორმონოთერაპიის დროს:
- ტამოქსიფენი
- ფულვესტრანტი (ფასლოდექსი)
- გოსერელინი (ზოლადექსი)
- არომატაზის ინჰიბიტორები
No comments:
Post a Comment