გთხოვთ, გაითვალისწინოთ
- ეს ინფორმაცია ეხება პირველადი ძუძუს კიბოს რადიოთერაპიას. განმეორებითი ძუძუს კიბოს
რადიოთერაპიას სხვა დროს შევეხებით.
რა არის რადიოთერაპია?
რადიოთერაპია (იგივე სხივური თერაპია) ავთვისებიანი
უჯრედების განდაგურების მეთოდია, რადიაციული სხივების გამოყენებით. მკურნალობა გარკვეული
პრეიოდის განმავლობაში რეგულარულად ტარდება, რათა მეტი ზემოქმედება მოხდეს კიბოს უჯრედებზე
და ნაკლებად დააზიანდეს ჯანმრთელი ქსოვილები.
რადიოთერაპია სხვადასხვა დროს ინიშნება:
- ოპერაციის შემდეგ, რათა ბოლომდე დაითრგუნოს მკერდის მიდამოში დარჩენილი ავთვისებიანი უჯრედები. ეს იმიტომ კეთდება, რომ კიბოს განმეორების რისკი შემცირდეს. თუ თქვენ ძუძუს დამზოგავი ოპერაცია ჩაგიტარეს, რადიოთერაპია ძუძუს დარჩენილი ქსოვილის მხარეს ინიშნება. თუ მასტექტომია (ძუძუს მოკვეათა) გაკეთდა, რადიოთერაპია გულ-მკერდის არეში ჩატარდება.
- ოპერაციის შემდეგ, რათა მოხდეს ლიმფური კვანძების მკურნალობა. ეს დამოკიდებულია ძუძუს კიბოს ოპერაციაზე და რამდენად შეიცავენ ლიმფური კვანძები ავთვისებიან უჯრედებს. თუ ყველა ლიმფური კვანძი ამოკვეთილია, როგორც წესი, არაა აუცილებელი რადიოთერაპიის გაკეთება იღლიის მიდამოში.
რადიოთერაპია არ ტარდება, თუ:
- უკვე ჩატარებული გაქვთ მკერდის რადიოთერაპია;
- თქვენი ჯამრთელობის მდგომარეობამ, შესაძლოა, უფრო მგრძნობიარე გაგხადოთ თერაპიის გვერდითი მოვლენების მიმართ;
- ფეხმძიმედ ხართ;
- თქვენ უარს აცხადებთ თერაპიაზე.
როდის კეთდება
რადიოთერაპია?
რადიოთერაპია კეთდება ჭრილობის მოშუშების შემდეგ. თუ
ქიმიოთერაპია გაქვთ დანიშნული, რადიოთერაპიას, როგორც წესი, მისის დასრულების შემდეგ
მიმართავენ. თუ ძუძუს რეკონსტრუქციის ოპერაცია გაქვთ გადაწყვეტილი, რადიოთერაპიის ჩატარების
თარიღი შესაძლოა გადაისინჯოს, რადგან ის კანის ელასტიურობაზე ახდენს გავლენას.
No comments:
Post a Comment