ქიმიოთერაპია კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობაა,
რომლის მიზანიც ავთვისებიანი უჯრედების განადგურებაა.
როგორ მოქმედებს
ქიმიოთერაპია
კიბოს უჯრედები დაყოფის შედეგად და უკონტროლოდ მრავლდებიან.
ქიმიოთერაპია კი მათ დაყოფასა და ზრდაზე მოქმედებს. სხვადასხვა ქიმიოთერაპიული მედიკამენტი,
უჯრედების ზრის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვაგვარად მოქმედებს. სწორედ ამიტომაა, რომ
ქიმიოთერაპევტები მედიკამენტების კომბინაციას ხშირად მიმართავენ.
რა დროს ნიშნავენ
ქიმიოთერაპიას
ქიმიოთერაპიას, როგორც წესი, მიმართავენ მაშინ, როდესაც
კიბოს უჯრედები მკლავქვეშა ლიმფურ კვანძებშია ნაპოვნი. თუ ავთვისაბიანი პროცესი ლიმფურ
სისტემას არ შეხებია, შესაძლოა, ქიმიოთერაპია მაინც დანიშნონ თქვენი ასაკის, სიმსივნის ზომისა
და სტადიის გათვალისწინებით. ყურადღება ექცევა ავთვისაბიანი უჯრედების ტიპსა და მათი
გავრცელება-გაზრდის ტემპსაც.
ოპერაციის შემდეგ, ქიმიოთერაპევტი თქვენთვის შესაფერისი
მკურნალობის კურსს დანიშნავს. შესაძლოა, თერაპია ოპერაციამდე ჩატარდეს, რასაც სწრაფადმზარდი
კიბოს შესაჩერებლად ან დიდი სიმსივნის შესამცირებლად მიმართავენ.
მეორადი ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს დროს, როცა ავთვისებიანი
პროცესი სხვა ორგანოებსაცაა მოდებული, ქიმიოთერაპიას დაავადების ზრდის შეჩერება-შემცირებისთვის
ნიშნავენ.
ქიმიოთერაპიის
შედეგი
კველევების თანახმად, ქიმიოთერაპიის შედეგი ყველა პაციენტის
შემთხვევაში ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შემდეგზე:
- რა სახისაა ძუძუს კიბო
- რა ზომისაა სიმსივნე
- რომელი სტადიის კიბოა (გავრცელების ხარისხი)
- რომელი ტიპის კიბოა (გავრცელების ალბათობა)
ხშირად, ქიმიოთერაპიის შედეგი თვალსაჩინოა, თუმცა თუ
ასე არ ხდება, შეიძლება, მკურნალობის შეწყვეტა მოგინდეთ. ამ დროს, უნდა გაანალიზოთ
მოსალოდნელი დადებითი შედეგების ალბათობა, გვერდით ეფექტების საპირწონედ. ამისთვის,
აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ქიმიოთერაპევტთან და მკურნალ ექიმთან.
რამდენი ხანი
გრძელდება მკურნალობა
ძუძუს კიბოს ქიმიოთერაპია, გარკვეული რაოდენობის პროცედურაა,
რომელიც ტარდება ყოველ მეორე-მეოთხე კვირას, 4-6 თვის განმავლობაში. ეს დამოკიდებულია
კიბოს სტადიასა და ტიპზე, თქვენს საერთო მდგომარეობასა და მედიკამენტების კომბინაციაზე.
ქიმიოთერაპიის კურსებს შორის შესვენება ორგანიზმს გვერდითი ეფექტების დაძლევაში ეხმარება.
ქიმიოთერაპია, როგორც წესი, ამბულატორიულად ტარდება.
შესაბამისად, სახლში იმავე დღეს დაბრუნდებით. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ამ კლინიკაში
დღის უმეტესი ნაწილის გატარება მოგიწევთ.
No comments:
Post a Comment