ქირურგიულ ჩარევაზე ყველას ორგანიზმი სხვადასხვაგვარად
რეაგირებს, თუმცა, შესაძლოა, თავი იჩინოს ზოგიერთმა პრობლემამ, რომელზეც აქ ვისაუბრებთ.
დრენაჟი
შესაძლოა, ნაოპერაციევ ადგილზე დრენაჟი ჩაგიდგან, თუმცა
ქირურგების ნაწილი ამ მეთოდს არ მიმართავს. დრენაჟი მცირე ზომის მილია, რომლის საშუალებითაც
ჭრილობიდან სისხლი და სითხე სპეციალურ ბოთლში ან რეზერვუარში გროვდება. დრენაჟებს ოპერაციიდან
მეორე-მეშვიდე დღეს ხსნიან, თუმცა მისი არსებობა ფრთხილად გადაადგილება-გასეირნებაში
ხელს არ შეგიშლით. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საავადმყოფოდან დრენაჟითაც გაეწეროთ.
ყურადღებიანი მედპერსონალი შეგასწავლით დრენაჟის მოვლასა და მოხსნას.
გულისრევის შეგრძნება
ნარკოზის შემდეგ, შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, განსაკუთრებით
მაშინ, თუ ოპერაციამ დიდხანს გასტანა. გულისრევის შეგრძნება, მაქსიმუმ, 1-2 დღეში
ქრება, ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტი კი შესაძლოა, დაგეხმაროთ მის დაძლევაში.
ჩალურჯებები და
შეშუპება
სილურჯე ოპერაციის კვალია და ნელ-ნელა გაქრება. შეშუპება ჩვეულებრივი რამაა ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ და შესაძლოა გაჩნდეს ძუძუზე, მკერდზე,
მხარზე ან ხელზე. გამოჯანსაღების პროცესში, 6-დან 8-კვირამდე პერიოდში, შეშუპებაც ნელ-ნელა
უნდა დაცხრეს. თუ დისკომფორტს განიცდით, შესაძლოა, რბილი ქსოვილისგან შეკერილმა ბიუსტჰალტერმა
მოგიხნათ პრობლემა. თუ შეშუპება გრძლედება ოპერაციიდან 2 თვის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
ცვლილებები ლიმფური
კვანძების ბიოფსიის შემდეგ
თუ მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსიის დროს ლურჯი საღებავი გამოიყენეს, შესაძლოა, თქვენმა ძუძუმ ფერი იცვალოს. ეს დროებითია და მალე გაქრება. ასევე, შეიძლება, შარდმა და განავალმაც იცვალოს ფერი, რაც ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გაივლის.
თუ მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსიის დროს ლურჯი საღებავი გამოიყენეს, შესაძლოა, თქვენმა ძუძუმ ფერი იცვალოს. ეს დროებითია და მალე გაქრება. ასევე, შეიძლება, შარდმა და განავალმაც იცვალოს ფერი, რაც ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გაივლის.
ჰემატომა
ჭრილობის გარშემო შეგუბებული სისხლი იწვევს შეშუპებებს,
დისკომფორტს, ჩაქცევებს, რომელსაც ჰემატომა ჰქვია. შეიძლება, ორგანიზმს ჩაქცევის გასაწოვად
რამდენიმე კვირა დასჭირდეს. თუ ჰემატომა დიდია, შესაძლოა, ქირურგმა მისი შპრიცით გამოტუმბვა
შემოგთავაზოთ. იშვიათად, ჰემატომის მოსაცილებლად მცირე ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
No comments:
Post a Comment