ლიმფედემა არის ქსოვილთა ქრონიკული შეშუპება ლიმფის ხანგრძლივი შეგუბების (ლიმფოსტაზი) დროს. ესაა მკლავქვეშ ლიმფური კვანძების მოცილების შედეგად გამოწვეული მოვლენა, რაც შეშუპებას იწვევს. შესაძლოა განვითარდეს სხივური თერაპიის შედეგად და მაშინ, თუ კიბოს უჯრედები ლიმფური სისტემის მუშაობას ბლოკავენ.
ლიმფედემას და ლიმფოსტაზის განვითარების შმეთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. რაც უფრო ადრე მიმართავთ მას დახმარებისთვის, მით უფრო გაგიიოლდებათ ლიმფედემასთან ბრძოლა.
რა სიმპრტომები აქვს ლიმფედემასა და ლიმფოსტაზს?
ოპერაციის დასრულებიდან, მალევე, შესაძლოა განვითარდეს ხელის ან მკერდის შეშუპება. ეს ჭრილობის შეხორცების პროცესის თანმდევია და, როგორც წესი, მკურნალობის გარეშე გადის.
რჩევითვის უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:
- ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში, ხელი, ხელის მტევანი ან მკერდის მიდამო შეშუპდება;
- შეშუპება განვითარდა მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ.
ხელის, მკლავის ან თითების შეშუპება ვითარდება ნაოპერაციევ ან იმ მხარეს, სადაც სხივური თერაპია გაკეთდა. მისი შემჩნევა შეიძლება ბიუსტჰალტერის ნაჭედვის მეშვეობითაც, რაც ზოგჯერ დისკომფორტსა და ტკივილს იწვევს.
კარგად მორგებულმა ბიუსტჰალტერმა, რომელსაც ფართე და რბილი ზონრები აქვს, ეს დისკომფორტი შეიძლება შეამსუბუქოს. თუ მკერდი შეწითლებულია და ანთებითი პროცესის ნიშნები აქვს, მიმართეთ ექიმს.
სიმძიმის შეგრძნება
ხელში სიმძიმის შეგრძნება ვითარდება ქსოვილში ზედმეტი სითხის დაგროვების გამო. შესაძლოა, შეშუპების გარეშეც განვითარდეს. მსუბუქი ვარჯიში ამ პრობლემას მოგიხსნით.
კანის სიმშრალე
შეშუპების ადგილას კანი შეიძლება გაიწელოს და გამოშრეს, აიქერცლოს და ქავილი გამოიწვიოს, გახდეს ინფექციის კერა. ეცადეთ, დაიცვათ კანის სისუფთავე და არ გამოიყენოთ საპონი, რომელიც კანს აშროობს.
კარგად გაიმშრალეთ ხელი და მაჯა. გამოიყენეთ უსუნო დამატენიანებბელი, რათა კანი არ გამოშრეს.
მხრის შებოჭილობა
შეშუპებამ შეიძლება, მხრის მოძრაობა შეზღუდოს. ამ დროს, მნიშვნელოვანია მხრისა და ხელის ვარჯიში, ზოგჯერ კი ლიმფოდრენაჟია აუცილებელი. თუ ოპერაციის ან მკურნალობის კურსის შემდეგ ვარჯიშები დაგინიშნეს, არ შეწყვიტოთ, სანამ პრობლემა არ მოგეხსნებათ.
დისკომფორტი
ლიმფედემა და ლიმფოსტაზი, ზოგჯერ, დისკომფორტს იწვევს, გარკვეული ფიზიკური სამუშაოს შესრულების შემდეგ. ამიტომ, გირჩევთ ხელი დაასვენოთ და მხრის სიმაღლეზე ბალიშზე ან მუთაქაზე დადოთ.
ინფექცია
თუ შეშეუპება შეწითლდა, გტკივათ ან გამოგაყარათ, შესაძლოა ინფექცია შეგეჭრათ. ეს სიმპტომები გრიპისაც შეიძლება ჰგავდეს და ინფექციის პირველი ნიშანი იყოს. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რომელიც მკურნალობას დაგინიშნავთ.
ვის მივმართო ლიმფედემას დროს?
No comments:
Post a Comment