12.9.13

ძუძუს ოპერაციის შემდეგ - III ნაწილი


მგრძნობელობის ცვლილება

თუ ლიმფური კვანძები ამოგკვეთეს, შესაძლოა, შეგეცვალოთ ან დაკარგოთ მგრძნობელობა ხელში, მკლავში ან მხარში. ეს იმიტომ ხდება, რომ ლიმფური კვანძების მოცილებისას ნერვები ზიანდება, რაც იწვევს შემდგომს: 

  • მგრძნობელობის დაკარგვას ან დაქვეითებას;
  • დაბუჟებას ან გაციებას;
  • სისუსტეს მკლავში;
  • მგრძნობელობის მომატებას ხელით შეხებისას ან დაჭერისას;
  • წვას ან ჩხვლეტას;
  • მოვლით, ჭვალისებურ ტკივილს.

ეს სიმპტომები, როგორც წესი, დროებითია და მცირდება ან საერთოდ ქრება, დროთა განმავლობაში. ვისაც ლიმფური კვანძები ამოკვეთეს, შესაძლოა, მას ხელში, მკლავში ან მხარში. დაბუჟების შეგრძნება მუდმივად დარჩეს. თუ ეს სიმპტომები თქვენთვის შემაწუხებელია, მიმართეთ სპეციალისტს ან გააკეთეთ ვარჯიშები, რომელსაც  მალე მოგაწვდით. ეს  შეამცირებს, მაგრამ  ბოლომდე შეიძლება არ მოხსნას დისკომფორტი.

ლიმფედემა

ლიმფედემა არის ქსოვილთა ქრონიკული შეშუპება ლიმფის ხანგრძლივი შეგუბების (ლიმფოსტაზი) დროს. ესაა მკლავქვეშ ლიმფური კვანძების მოცილების შედეგად გამოწვეული მოვლენა, რაც შეშუპებას იწვევს. 


შეშუპება, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს და ბოლომდე არასდროს გაქრეს, თუმცა მისი კონტროლქვეშ მოქცევა შესაძლებელია. ლიმფედემა, შესაძლოა, ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში, თვეში ან წელშიც კი განვითარდეს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ შეშეუპება მაჯამდე ან თითებამდე ჩამოგივიდათ.

მომავალში, ლიმფედემასთან ბრძოლის მეთოდებს ცალკე სტატიასაც მივუძღვნით.

No comments:

Post a Comment