20.9.13

ჰორმონოთერაპიის გვერდითი მოვლენები

მედიკამენტზე რექაცია ყველას სხვადასხვაგვარი აქვს და, შესაბამისად, გვერდითი მოვლენებიც განსხვავებულია.

გვერდითი მოვლენების კონტროლი, როგორც წესი, შესაძლებელია და დროთა განმავლობაში ქრება კიდეც, რადგან ორგანიზმი მათ ეჩვევა. გვერდითი მოვლენების ნაწილი ერთნაირია, ნაწილი კი განსხვავდება პრეპარატების სახეობათა მიხედვით.

საერთო გვერდითი მოვლენები

ყველაზე გავრეცელებული გვერდითი მოვლენები მენოპაუზის სიმპტომთა მსგავსია. ესენია: 
  •  ალები;
  •  ღამის ოფლიოანობა;
  • ვაგინალური სიმშრალე;
  • ხასიათის ცვლილებები.  


სხვა გვერდითი მოვლენები თითქმის ერთმანეთის მსგავსია, სხვადასხვა ჰორმონომედიკამენტის შემთხვევაში. ესენია:
  • თავის ტკივილი;
  • გულისრევის შეგრძნება;
  •  სახსრების ტკივილი.


რა უნდა ქნათ თუ ჰორმონოთერაპია გვერდით მოვლენებს იწვევს?

გვერდითი მოვლენების სიმპტომების შესახებ მკურნალ ექიმს აცნობეთ. ის გარკვეულ რჩევებს მოგცემთ, რომელიც პრობლემის მართვა-დაძლევაში დაგეხმარებათ. თუ ჰორმონოთერაპიის გვერდითი ეფექტები აუტანელია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, შესაძლოა, დანიშნულება შეგიცვალონ.

No comments:

Post a Comment