როგორ შევამცირო
ლიმფოსტაზისა და ლიმფედემას განვითარების რისკი?
ხელს, მკლავს, და თითებს ნაოპერაციევ მხარეს ლიმფედემა
ემუქრება. ინფექცია იქნება მისი გამომწვევი, ტრავმა თუ სხვა რამ, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ
შემდეგი რჩევები, რომლებიც მის დაძლევაში დაგეხმარებათ:
- შეეცადეთ ხელი ჩვეულებრივ ამოძრაოთ;
- ხელი ავარჯიშეთ ისე, თითქოს ცურავთ ან სეირნობთ, რაც ლიმფოდრენაჟის დროსაც წაგადგებათ;
- ვარჯიშს ნელ-ნელა მოუმატეთ, შეწყვიტეთ ის თუ ტკივილი იგრძენით ან შესიება შენიშნეთ, არ გადაღალოთ კუნთები;
- მოუარეთ ხელის კანს - დაიბანეთ ყოველ დღე და არ გამოიყენოთ საპონი, რომელიც კანს აშრობს. ერიდეთ ძალიან ცხელ ან ძალიან ცივ წყალს. კარგად გაიმშრალეთ ხელი და შეიზილეთ უსუნო, არაპარფიუმერული დამატენიანებელი;
- არ გაისინჯოთ წნევა და არ აიღოთ სისხლის ანალიზი მტკივანი ხელიდან. თუ ორივე ხელი რისკის ქვეშაა, საჭიროების შემთხვევაში, ანალიზის აღება ფეხის ვენიდანაც შეიძლება;
- შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ მტკივან ხელის გაჭრა, გაკაწვრა, მწერის ნაკბენი. გამოიყენეთ ხელთათმანი ჭურჭლის რეცხვის ან ბაღში მუშაობის დროს, კერვისას - სათითე. თუ კანი დაგიზიანდათ, მალე დაიმუშავეთ ანტისეპტიკით;
- ფრჩხილი არ მოიკვნიტოთ. გამოიყენეთ ქლიბი და ეცადეთ, არ მოხდეს ნუნების დაზიანება, რაც ინფექციის შეჭრის ალბათობას ზრდის;
- არ გაირუჯოთ. ერიდეთ მზეს. გამოიყენეთ მზის დამცავი საცხი. დაისვენეთ ჩრდილში, რადგან ზოგიერთი სამოსით მაინც შეიძლება მზის დამწვრობს მიღება;
- ფრთხილად მოიცილეთ თმა იღლიიდან. ამისთვის ელექტრო საპარსი უმჯობესია. დეპილაციის საცხის გაამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს, ჯერ კანის მცირე მონაკვეთზე წაისვით და დააკვირდით, ხომ არ გაგიღიზიანდათ. გახსოვდეთ, რომ იღლია შეიძლება დაბუჟებული იყოს და ტკივილი ან წვა ვერ იგრძნოთ, ამიტომ ფრთხილად გამოიყენეთ საცხი და მიჰყევით მის ინსტრუქციას;
- არ გამოიყენოთ ბეჭედი, სამაჯური, სამოსი, ბიუსტჰალტერი ან ხელთათმანი, რომელიც გიჭერთ. არ ჩამოიიკიდოთ მძიმე ჩანთა მხარზე;
- თავიდან აიცილეთ ისეთი საქმე, რომლის დროსაც ხელით მიწოლა ან მოქაჩვაა საჭირო, მაგალითად ბაღში მუშაობა ან მძიმე ჩანთების ტარება;
- მოგზაურობისას (მანქანით, მატარებლით, თვითმფრინავით...) შეეცადეთ, ხშირად გაავარჯიშოთ ხელი. თუ ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობისას დგახართ, ხელის მოსაჭიდს მტკივანი ხელით არ ჩაეჭიდოთ;
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა და მისდიეთ დაბალანსებულ დიეტას.
როგორ მოვიქცე
თუ შეშუპება მაინც განვითარდა?
თუ შეშუპება განვითარდა, რაც შეიძლება მალე, მიმართეთ
ექიმს. კანის ნებისმიერი შეწითლება, ტკივილი და დისკომფორტიც არ დატოვოთ უყურადღებოდ.
ლიმფოსტაზი და ლიმფედემა, უმეტეს შემთხვევაში, კარგად ექვემდებარება მკურნალობას და
მისი მართვა ადვილია.
No comments:
Post a Comment