27.9.13

ლიმფოსტაზისა და ლიმფედემას მკურნალობა

როგორი პროცედურებია სასარგებლო?

ლიმფური შეგუბების მკურნალობის მიზანია ლიმფის სტიმულირება, რაც ლიმფური არხების ამოქმედებას უწყობს ხელს. როგორი იქნება შედეგი, დამოკიდებულია ლიმფოსტაზისა და ლიმფედემას სიმძიმეზე, თუმცა მისი დაძლევის ქვემოჩამოთვლილი მეთოდებიდან, შესაძლოა, ყველა დაგჭირდეთ სხვადასხვა დროსა და პროფესიული მკურნალობის პარალელურად.

კანის მოვლა

კანის მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ლიმფის შეგუბების შედეგად, ორგანიზმს ინფექციასთან გამკლავება უჭირს. კანის მცირე დაზიანებები ან დაავადებები, რომლებიც მის შეწითლებას ან ტკივილს იწვევენ, შესაძლოა, ინფექციის წყაროდ იქცეს. ინფექციას მშრალი, აქერცლილი ან დამსკდარი კანიც იწვევს. ყოვლდღიური დაბანა და დატენიანება გამოშრობას ხელს უშლის. თუ ანთებითი პროცესი განვითარდა, დამსკდარი კანიდან  ლიმფური არხების დამატებითი დაზიანება და შეშუპების გაუარესება მოხდება.

ვარჯიში

ვარჯიში სახსრების მოქნილობას უწყობს ხელს და მნიშვნელოვანია ლიმფის გასაწოვად. თუ, ყოველდღიურ საქმიანობაში (სამსახურში ან სახლში), ხელს აქტიურად ხმარობთ, შეშუპებამ შეიძლება მოძრაობა შეგიზღუდოთ. ხელის, სახსრისა და მაჯის ვარჯიშები ამ სირთულის დაძლევაშიც დაგეხმარებათ. თუ შეშუპების საწინაღმდეგო ხელთათმანს ან სამკლაურს ატარებთ, ის ვარჯიშის დროსაც არ მოიხსნათ მანამდე, სანამ არ შეგაწუხებთ.
  • სპორტი და ფიზიკური აქტივობა - სპორტსა და ფიზიკურ აქტივობას, რომელსაც ოპერაციამდე მისდევდით, ნელ-ნელა მცირე დატვირთვით უნდა მიუბრუნდეთ და შეწყვიტოთ მაშინ, როცა დისკომფორტს ან შეშუპებას იგრძნობთ. თუ ფიზიკური აქტივობიის მომატება გსურთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შეძლებთ.
  • ყოველდღიური საქმიანობა - შეეცადეთ, ხელი მძიმეების ასაწევად, ხანგრძლივი და დამღლელი სამუშაოსთვის არ გამოიყენოთ. თუ ამის გაკეთება აუცილებელია, შუალედებში მსუბუქ საქმეზე გადაერთეთ.
  • მხრის ვარჯიში - მნიშვნელოვანი მხრის მოძრაობა, რათა შეგუბება სხვაგანაც არ გავრცელდეს.
  • მკლავისა და ხელის ვარჯიში - ხელი შეიძლება ავარჯიშოთ სიარულის დროს, გაშალოთ და შეკრათ მუჭი. ჩამოშვებული ხელით დიდი ხანი არ უნდა იმყოფებოდეთ, რადგან ეს ლიმფის დაგროვებას იწვევს.
  • ჯანსაღი წონის შენარჩუნება - მისდიეთ დაბალანსებულ დიეტას, რადგან ზედმეტი წონა ლიმფოსტაზსა და ლიმდეფემას გამოიწვევს.

კომპრესული სამოსი

კომპრესული (სპეციალური) ხელთათმანი ან სამკალური შეშუპების მოხსნაში დაგეხმარებათ, რადგან მოძრაობისას კუნთების შეკუმშვა ლიმფის ეფექტურ გადაადგილებას უწყობს ხელს. გირჩევთ, ორი კომპრესული სამოსი იქონიოთ, რადგან ერთი ყოველთვის გარეცხილი იყოს.


კომპრესული სამკლაურის ან ხელთათმანის ზომა სპეციალისტს შეარჩევინეთ. ატარეთ ის, როცა აქტიური ხართ - დასვენებისას ნაკლებად ეფექტურია. თვითმფრინავით მგზავრობისას არ მოიხსნათ, რადგან წნევის ცვალებადობა უარყოფითად იმოქმედებს.

ელასტიური ბინტი

ელასტიურ ბინტს იყენებენ მაშინ, თუ დიდი შეშუპებაა, კანი დაზიანებულია ან ტკივილს განიცდით. ამ დროს კომპრესული სამოსი დამატებითი დაზიანების მიზეზი გახდება. ელასტიურ ბინტს სპეციალისტი უნდა ახვევდეს და 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად ხელახალი გადახვევები უნდა გაკეთდეს. ამის შემდეგ, ისევ შეიძლება კომპრესული სამოსის ტარება.

მანუალური ლიმფოდრენაჟი

მანუალური ლიმფოდრენაჟი მასაჟის სახეა, რომელსაც კვალიფიციური სპეციალისტი აკეთებს. მას რთული შემთხვევების დროს ან მაშინ მიმართავენ, როდესაც კომპრესული სამოსის ტარება ვერ ხერხდება, მაგალითად მკერდზე.

მანუალური ლიმფოდრენაჟის დროს, მასაჟისტი ხელის მოძრაობით მართავს ლიმფის ნაკადს. ეს მკურნალობა დროს მოითხოვს და, როგორც წესი, სხვა მეთოდებთან ერთად გამოიყენება.

მარტივი ლიმფოდრენაჟი


სპეციალისტს შეუძლია, მარტივი მასაჟის მეთოდი შეგასწავლოთ, რომლითაც უშუალოდ შეშუპებაზე ზეწოლა კი არ ხდება, არამედ - მისი მიმდებარე ადგილების დამუშავება. თუ თქვენ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, მასაჟი შეიძლება სხვას შეასწავლოთ და დაიხმაროთ. 

No comments:

Post a Comment